მიხეილ სარჯველაძე – ნაკლებად არის მოსალოდნელი, „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს.

კითხვაზე: შეეხება თუ არა ამნისტია იმ პირებს, ვის შესახებაც ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არიან, კონკრეტულად კი გიორგი რურუას? სარჯველაძემ უპასუხა: „პოლიტპატიმრის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას“.

„რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულების შესახებ კითხვას, სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში არ არის მუხლები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს მოიცავს.

„მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება, იმ მუხლთან დაკავშირებით ამნისტიაში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, აქ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ეს მუხლი გათვალისწინებული არ გახლავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშითელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით სტაბილიზაციაზე შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტი შეაფასა