მიხეილ სარჯველაძე – მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ დეოკუპაციას

region
ავტ.: region დეკემბერი 28, 2020 15:21

მიხეილ სარჯველაძე – მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ დეოკუპაციას

მწამს, ყველა სამართლებრივი მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომ მსგავსი ქმედებები აღკვეთილი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

მისი თქმით, ამ დრომდეც, ქართული მხარე მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის ყველა ღონეს მიმართავდა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ურთულესი მოცემულობა, რომელიც საქართველოში 2008 წლის შემდეგ შეიქმნა და ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და მუხლჩაუხრელად სჭირდება მუშაობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ დეოკუპაციას.

საუბედუროდ, ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როდის და რა პროვოკაციასთან გვექნება საქმე ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში. სამწუხარო რეალობაა, რაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას და დამოკიდებულებას მოითხოვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.

region
ავტ.: region დეკემბერი 28, 2020 15:21