მიხეილ სარჯველაძე მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე: სამართლებრივ აღსრულებას არ შეიძლება არც ერთი ფაქტორი ეღობებოდეს

მეგის ქარდავას ექსტრადირებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, რაშიც გასაკვირი არაფერი არ არის და იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც მეგის ქარდავას აქვს ჩადენილი, მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს.

“ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბოლო დროს შემდგარ ვიზიტს პრემიერის უკრაინაში, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ამ თემებზეც საუბარი მათ შორის და შესაბამისად, გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ნამდვილად შეინიშნება ამ სამართლებრივი საკითხების მიმართულებით.

ეს არის ალბათ რეზულტატი სწორედ ამ მიმართულებით ნაკეთები საქმეებისა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს არის პოზიტიური პროცესი პოზიტიური თვალსაზრისით, რომ სამართლებრივ აღსრულებას, რა თქმა უნდა არ შეიძლება არც ერთი ფაქტორი ეღობებოდეს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიიურისტები ფარულ მოსმენებზე განცხადებას ავრცელებენ: შეშფოთებას იწვევს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები
შემდეგი სტატიათბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს