მიხეილ სარჯველაძე – ყველას სახელით ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომელთაც დღეს დიდი სტრესი განიცადეს. ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა, მაგრამ ზოგიერთი უზნეო საქციელიც საზღვრებს სცდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარი უზნეო საქციელია, მან ბოდიში მოუხადა შშმ პირებს, მათ თანმხლებებს და დეპუტატებს მომხდარი ინციდენტის გამო.

„სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორებს ზოგიერთი მერკანტილური მოტივებით და მიზნებით იყენებს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც და სიტყვის თქმასაც, მაგრამ როდესაც ამას უზნეოდ აკეთებენ, ეს რა თქმა უნდა, არანაირ საზღვარებში აღარ ჯდება. ასევე ყველამ თავისი თავი შეაფასოს ვინც შეეცადა ამაზე ხელი მოეთბო,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალები“ პარლამენტის დარბაზში ისვრიან რუსულ რუბლს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? – კობახიძე
შემდეგი სტატიაკადრების გავრცელების შემდეგ გიორგი ტუღუშმა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე სააკაშვილის წინადადება მიიღო, მიუღებელია როცა ასეთი წარსულის პირობებში ადამიანი ინიშნება ევროკავშირის თანამდებობაზე – კობახიძე