მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რამდენიმე მუხლი დაემატოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რამდენიმე მუხლი დაემატოს. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დისკუსიის შედეგად შეიძლება გაჩნდეს გარკვეული შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ამნისტიის აქტმა.

“ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც თავდაპირველად დასახელდა, როგორც ამნისტიისთვის ფუძემდებლური პრინციპი, შენარჩუნდება. ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეული მიმართულებით, გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი იქნება მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი. შესაბამისად, ეს ყველაფერი დღეს გაცხადდება. შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ და სრულფასოვან ამნისტიას, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ისარგებლებს. მუშაობა წავიდა იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი შეღავათის მიმცემი მოქალაქეებისთვის. ჩვენი სურვილია, გარკვეული გაფართოება ამნისტიის არეალის და მათ შორის, ბუნებრივია, იყოს ყველა ისეთი დანაშაული, რომელიც ერთი მხრივ, ინარჩუნებს იმ ძირითად მიდგომებს, რომელსაც ეფუძნებოდა თავდაპირველად ამნისტიის კანონპროექტი და მეორე მხრივ, ეს საფრთხეს არ უქმნიდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ამ კრიტერიუმების მიხედვით, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ იარსებებს. ეს გულისხმობს რამდენიმე მუხლის დამატებას, შეიძლება გარკვეული ნაწილები, რომლებიც ამ დრომდე არ იყო მოცული ამნისტიის კანონპროექტით, ის დაემატოს და ა.შ. დისკუსიები კიდევ უფრო მეტის თქმის საშუალებას მოგვცემს, თუნდაც დღევანდელი საკომიტეტო განხილვის შემდეგ”,- განაცხადა სარჯველძემ.

banner
წინა სტატიაში“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ
შემდეგი სტატიააშშ-ში კორონავირუსის ახალი სახეობა გამოვლინდა