მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წლებია, რაც აშშ-ის საელჩო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის მიმართ განსაკუთრებულია მათი ინტერესი მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც.

ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ გაუმჯობესებაზე, რომელიც სახელმწიფოში ადამიანის უფლებების მიმართულებით გვაქვს. ხაზი გაესვა შემდგომ საჭიროებებსა და მიმართულებებს, რომელზეც მუშაობას ვაპირებთ და ვფიქრობთ, რომ შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული კონტურებიც გამოისახა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიურ ანგარიში განიხილა
შემდეგი სტატიაგეგმავენ ბინძურ პროვოკაციებს… დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი! – სოსო გოგაშვილის მიმართვა