მიხეილ სადრაძე: არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ ნიკას დაპატიმრება

“სხდომაზე განიხილება შუამდგომლობა. მოსამართლე მოისმენს მხარეების პოზიციას და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა დასაბუთებულია. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ჩვენს პოზიციას გაიზიარებს სასამართლო. რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული. ალტერნატივა კანონის მიხედვით, არის ის, რომ უნდა იქნეს გამოყენებული მკაცრი ღონისძიება”,- განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ

კითხვაზე, როგორ აპირებს პროკურატურა გადაწყვეტილების აღსრულებას, პროკურორი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ეს დროის მოკლე ვადებში უნდა მოხერხდეს.

“არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ ამის შესრულება”,- დასძინა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიგზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს