მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისია შევიდა.რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებმა უცხოელ მედიკოსებს სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების უფლება მისცეს. პოლონელმა ექიმებმა უნდა დაადგინონ, იღებს თუ არა შესაბამის მკურნალობს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა-მედში”.
“დღეს ვიზიტი აქვთ ჩვენთან ჩვენს პოლონელ კოლეგებს. ჩვენ ნებარTვა ყოველთვის გვქონდა გაცემული და ჩვენ პირიქით მივესალმებით… როგორც წარმომედგინა, შემადგენლობა არის მდიკოსებით დაკომპლექტებული. პაციენტიც საქმის კურსშია, – ეუბნება “ვივა-მედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე “პირველებს”.