მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძირითადი რეკომენდაციები არ შესრულდა, ამის გამო მდგომარეობა დამძიმდა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმების მიერ მომზადებული დასკვნა შემაშფოთებელია.

მისი თქმით, იანვრის შემდეგ კონსილიუმის რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაციას უკავშირდება, არ იქნა შესრულებული, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

“ის ინფორმაცია, რაც მე მივიღე ექიმებისგან არის ნამდვილად შემაშფოთებელი. ჩემთვისაც იყო მოულოდნელი ის სიმძიმე, რაზეც ექიმები საუბრობდნენ. ფაქტია, რომ ჩვენ რამდენიმე თვე, ანუ იანვრის შემდგომ დავაკვირდით ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულდებოდა თუ არა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან. ცალკეული რეკომენდაციები ნამდვილად შესრულდა, როდესაც ის გაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაუტარეს სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები მის ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვერ და არ შესრულდა. ამის გამო, როგორც ხედავთ, სიტუაცია არის დამძიმებული. როგორც ჩანს, ამან დააყენა ის მძიმე ვითარება, რაც დღეს გვაქვს”, – თქვა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს