მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი დეპუტატი უჩივის

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

უკრაინის რადას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი ივანჩუკმა, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ტელეარხ „24“-ის ეთერში განაცხადა. დეპუტატის თქმით, გუბერნატორმა მას ქურდი უწოდა, რის გამოც ივანჩუკმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა.

ოდესის გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფომ ხელისუფლებიდან ის ოლიგარქები უნდა მოაშოროს, რომლებიც უკრაინას საკუთრებად მიიჩნევენ.

„ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ უკრაინა მათი საკუთრება, სააქციო საზოგადოებაა, სადაც ისინი აქციებს ფლობენ და ნიშნავენ დირექტორთა საბჭოს. დირექტორთა საბჭო – ესენი არ არიან მინისტრები, ესენი არიან რეალურად ის ადამიანები, ვინც ჩვენს მთავრობას აკონტროლებს. ისინი უნდა მოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებიდან. მათ არ აქვთ უფლება, რომ უკრაინა მათი საკუთრება იყოს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა გუბერნატორი მზად წავიდეს სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ახლა არ არის სასამართლოში სიარულის დრო, რადგან ახლა აუცილებელია შეცვალონ უკრაინა“.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაიმ უპასუხისმგებლო ადამიანებისგან განსხვავებით, ვეცდებით ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ