მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში გასამგზავრებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს

region
ავტ.: region მაისი 29, 2019 14:39

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში გასამგზავრებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს

ვარშავაშის კონსულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
დოკუმენტებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებას შეძლებს. დოკუმენტაციის გადაცემის ამსახველ ფოტომასალას სააკაშვილი “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

” დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა.

region
ავტ.: region მაისი 29, 2019 14:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics