მიხეილ სააკაშვილს უჭირს ფეხზე დგომა, აქვს ტკივილები, სისტემატურად ტკივილგამაყუჩებლებზეა – ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც ექიმები ჩაუდგებიან და ისინი თავის სიტყვას იტყვიან – ექიმი ლევან ფერაძე

“ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქირურგი ლევან ფერაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ფეხზე დგომა უჭირს, აქვს ტკივილები და ტკივილგამაყუჩებლებს სისტემურად სვამს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც სათავეში ექიმები ჩაუდგებიან და ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან.

„დღეს ყველამ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და პირადად ძალიან დათრგუნული დავრჩი იმიტომ, რომ შემოსვლისთანავე ცუდად გახდა. ადამიანს ცვილის ფერი აქვს სახეზე, ანემიურია. უჭირს ფეხზე დგომა, აქვს ტკივილები, სისტემურად ტკივილგამაყუჩებლებზეა. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მე ვარ მიზანმიმართული მკვლელობის თანამონაწილე ჩემი უღონობით და იმით, რომ მგონია, რომ ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ექიმებმა იმ მომენტში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადავიყვანეთ, გარკვეული როლი შევასრულეთ და ამან გარკვეულწილად იმოქმედა, თუმცა მთელი საზოგადოება გვერდით გვედგა. მთელი საზოგადოების ვალია, ვინც აზროვნებს და ხვდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც სათავეში ექიმები ჩაუდგებიან და ისინი თავის სიტყვას იტყვიან. ერთადერთ კითხვაზე მინდა პასუხი, საქართველოში არსებულმა ყველა წამყვანმა ნევროლოგმა თქვა, რომ საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და იმის გასარკვევად, რა მდგომარეობაშია ტვინის გარკვეული უბნები, საჭიროა 3 მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ეს აპარტი თბილისში არის 3, 3 სხვადასხვა კლინიკაში. თუკი ნებისმიერი პატიმრის უფლება არის ის, რომ მისი უფლება დაცული იყოს, რატომ არა მიხეილ სააკაშვილი?! ჩვენ ისიც კი არ ვიცით ამ წუთში რა მდგომარეობაშია პაციენტის გარკვეული უბნები თავის ტვინში. არ აინტერესებთ, არ უნდათ დაადგინონ. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი წამება, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, გრძელდება ადამიანის სისტემური ივნალიდიზაცია და შემდგომში მისი მკვლელობა“,-განაცხადა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება
შემდეგი სტატიაუკრაინაში უცხოელ დაქირავებულებს პასუხისგება მოუწევთ, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან – დიმიტრი მედვედევი