მიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და სერიოზული ცვლილებებია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს – ნაყოფია

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ,,ვივამედის” კლინიკაში თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა.

როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიხეილ სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ ,,კვლევაში სერიოზული ცვლილებები შეინიშნება, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს”.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომუნიკაცია სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის მიმდინარეობს.

,,შედეგები არ მინახავს. ექიმი არ ვარ და რომც მენახა, ვერ შევაფასებ, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ელაპარაკა ექიმებს და არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს კომუნიკაცია ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის. უნდა ენახა მისი კვლევის შედეგები, ან ანახებენ. ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსი საზღვაო ქვეითების კოლონა გაანადგურეს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სკოლა დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა