მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა

6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე IRI-ს პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიალაშა ტალახაძე მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა