მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში “ვივა მედში” გადაიყვანენ…- ეკა ხერხეულიძე

“მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში “ვივა მედში” გადაიყვანენ…” – ამის შესახებ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს.

…ახლა არის ვითარება შემდეგი – ახლა ის კონდიცია გახლავთ, სადაც არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაცია, ვაჭრობა, ულტიმატუმები – ამ ფაქტებს ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს. მთავარია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა “ვივა მედის” კლინიკაში. ის არის თანახმა. მან ადმინისტრაციას, ექიმს, უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით განუცხადა თანხმობა.

ის ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს: კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია ისარგებლოს შემთხვევით, რომ შევიდეს ხოლმე პატიმრის მოსანახულებლად, თავისთავად ძალაში რჩება მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ფაქტი – ის, რომ მას სჭირდება აუცილებლად დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რაც ზოგადად პაციენტს ესაჭიროება. ასეთი ტერმინი არსებობს, თავმდგომი – და დედაზე უკეთესი ამ ვითარებაში, ვიდრე ქალბატონი გიული იქნება, მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიჩნევს ასეთ ადამიანს.

ამდენად, ის თვლის, რომ ქალბატონი გიული საქმის კურსში უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით რომ სევატყობინო ეს ინფორმაცია, რომ მისი შვილი გადაჰყავთ რამდენიმე საათში “ვივა მედის” კლინიკაში და თუ შესაძლებელია, ის დროზე გამოცხადდეს “ვივა მედის” კლინიკაში, ვინაიდან მას სჭირდება დახმარება” იმისთვის, რომ ადამიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს, რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად კონკრეტული მოქმედებების შესრულება, ამაში დაეხმაროს, ერთი ადამიანი და ეს ერთი ადამიანი უნდა იყოს დედა, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

წინა სტატიაშიISIS-გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ-რადმანის შეხვდა
შემდეგი სტატიამაია ბითაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა