მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ექსტრადიცია არ აშინებს

სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტობაზე

საქართველოს ექს-პრეზდინტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია.
ამის შესახებ მან განაცხადა უკრაინული ტელეარხის «24 канал» ეთერში. მიხეილ სააკაშვილმა უარყო გავრცელებული ხმები, რომ თითქოს მან ერთი-ერთი აფრიკული ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.
სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, რასაც ისინი მალავენ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იდეას საქართველოში შიშით შეხვდნენ, რადგან არ სურთ მისი მიღება.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ “ყველაფერი ეს ბავშვური თამაშია”, თუმცა მას არც უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვა აშინებს და არც საქართველოში ექსტრადიცია.

banner
წინა სტატიაშიბადრი გოგია: რა დაგვიბრუნებს აფხაზეთ-სამაჩაბლოს ?
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია სიდედრი გახდა (video)