მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ, დეკემბერში შეუწყდება

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება. ამ თემაზე განმარტებები იუსტიციის მინისტრმა დღეს გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, ოდესის გუბერნატორს შესაბამისი წერილი უკვე ჩაბარდა.

მინისტრის განცხადებით, პროცედურები ამ საკითხზე დეკემბრიდან ამოქმედდება და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესაბამისი დასკვნა წარედგინება.

„რამდენიმე დღის წინ ოდესაში. ჩაბარებიდან აითვლება 4 კვირიანი ვადა, იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესი, მხარის თავისი პოზიცია წარმოადგინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ მაგისტრალზე განმეორებითმა სტიქიამ აღდგენითი სამუშაოები შეაფერხა
შემდეგი სტატიალოტკინზე მკვლელობა მოხდა