მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა – ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ. როგორც მან შვილის მონახულების შემდეგ თქვა, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს 2 მალის მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, გლდანის ციხეში გადაყვანის დროს მიიღო.

“შემოდიან ექთნები, ექიმი შემოვიდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაც აჭამონ და თვითონაც ძალიან ცდილობს. რაღაცა მივიტანეთ თითქოს მაგრამ ორი ლუკმა შეჭამა და ფაქტობრივად ვერ ჭამს, შეიძლება ითქვას. არ მინახავს ანალიზები… იყო ცუდი ხარისხის, ის რაც მიეცათ და გაეგზავნათ, მაგრამ რაც ნახეს ტრავმა, ტრავმის ნიშნებია, – ამბობს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პრემიერისგან მოვისმინეთ ჩვენს მისწრაფებაზე მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს ფორმატში მისგან დადებითი ხმა გვექნება – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ვერძაძე