მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყდა

saakashvili margvelashviliსაქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

“საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს  ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს  1967 წლის 21 დეკემბერს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

banner
წინა სტატიაშიგუდ ბაი, აფხაზეთო!
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში ახალ ავიაბაზას აწყობს