მტკიცედ ვეთანხმები ჩემს მეგობარს და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს , – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა განაგრძოს”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.