,,მიხეილ სააკაშვილს მდიდარი შეიხები და ჯღანი არ უხსენებია”

დამახინჯებულია, მიხეილ სააკაშვილს მდიდარი შეიხები და ჯღანი არ უხსენებია – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილმა თქვა ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი იმეორებს, რომ უკეთესია, საქართველოში მდიდარი ტურისტებიც შემოვიდნენ“.

„მიდგომებს შორის არავითარი განსხვავება არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ ტურისტებს გულღიად უნდა შევხვდეთ და საქართველოში ისეთი გარემო უნდა იყოს, რომ ჩვენსკენ უფრო მეტი ფულის დამხარჯველმა ადამიანებმა გამოიხედონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ზონდერ პიარჯგუფების შეთხზული ლეგენდა, რომელიც შინაარსს ამახინჯებს, სიტყვებს უმატებენ. ჯღანი არ უხმარია, არ უხმარია სიტყვა შეიხიც.

ფეისბუქტროლების მიერ დამახინჯებულ ტექსტზე ჩემი პასუხია, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ნელ-ნელა ქვეყანაში ცოტა უფრო მდიდრებიც ჩამოვლენ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.

banner
წინა სტატიაშიადამიანების წამება ვნახეთ, მაგრამ არ შეიძლება ამის საპირისპიროდ კანონისთვის შეუსაბამო ლოიალობა აჩვენო
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეეცვალა