მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები ხვდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

“სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არ არის ცნობილი არაფერი, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც საჯაროდ გავრცელდა, ვგულისხმობ ექიმის, ნიკა ყიფშიძის განცხადებას. ჩვენ პარასკევის შემდეგ არ ვყოფილვართ დაწესებულებაში, იმიტომ რომ შაბათ-კვირას არ ხდება ადვოკატების შეშვება. დღეს შევალთ და გავარკვევთ, რა მდგომარეობაა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით”, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე დაადასტურა, რომ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს დღეს პირველად მოინახულებენ ოჯახის წევრები.

banner
წინა სტატიაშიკორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან