მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პოროშენკოს ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას სააკაშვილის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ელოდება, როდის დააკმაყოფილებს პეტრო პოროშენკო მის განცხადებას.

შეგახსენებთ, უკრაინის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სააკაშვილმა ხელისუფლება კორუფციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ის აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ძალიან კარგი პარტნიორი გვყავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახით
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს