მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში ჩართვისას სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა, რომელიც დაკავებულთან იმყოფებოდა.

იზოლატორთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც ბარიკადებს აგებენ.

შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დააკავების ფაქტი.
“უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელი ძალოვნები არ გეგმავენ კარვების ქალაქთან დაკავშირებით რამე ქმედების განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის განთავისუფლების თარიღს ასახელებს
შემდეგი სტატიამსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა