,, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია”

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია.
როგორც იმერლიშვილმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა, არც ახსენდება პრეცედენტი, როცა რომელიმე ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო.
“კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხარ. ასე რომ, ეს გზა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აირჩია თვითონ. მე, სამწუხაროდ, არც მახსენდება სხვა პრეცენდენტი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი იურისტია და ალბათ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უპირობოდ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას მაშინ, როცა ხდები სხვა ქვეყნის მოქალაქე”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში დააკავებენ, მის მოქალაქეობას მნიშვნელობა არ ექნება”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: საფრთხეები ბევრია, გამოწვევები უფრო მეტი