მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა. სააკაშვილი ითხოვს ის აღიარონ პირად, რომელსაც დამატებითი სახელმწიფო დაცვა სჭირდება.
„16 იანვარს გაიმართება სასამართლო სხდომა სააკაშვილის სარჩელზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. საქმეზე მეორე მოპასუხე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება“, – ნათქვამია სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ასეთი თხოვნით ერთხელ უკვე მიმართა სარჩელით კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს, თუმცა 3 იანვარს სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი მარიკა ლორთქიფანიძის პანაშვიდზე მივიდა
შემდეგი სტატიაიან კელი : სასიხარულოა, რომ თბილისის მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს