მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, გონება დაკარგა – საძაგლიშვილი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ამ თემაზე მან მედიასთან მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ექიმების ჩარევით პრობლემის მოგვარება მალევე მოხერხდა.

“გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

როგორც ჩანს ეს საერთო სისუსტით გამოწვეული გონის დაკარგვის მომენტი, დამატებითი დეტალი ჩემთვის არაა ცნობილი, ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა იყო გამომწვევი მიზეზი. ახლა ნორმალურად არის, ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები რაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსად გამქრალა, ისევ იგივე მდგომარეობაში, უბრალოდ გონის დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე როგორც მანამდე იყო, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი დეპუტატებისთვის აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნამ შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს – რუსეთის დუმა
შემდეგი სტატიაპრაქტიკულად ოპოზიციის სეგმენტი გახდა გარანტი, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ უპირობოდ მოვიდეს ხელისუფლებაში – ზილფიმიანი