მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუნძა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუნძა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ახალი ძალების პლადფორმა – ეს მიხეილ სააშვილის ახალი გაეთიანების სახელწოდებაა.
“მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია, არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონდერენციაზე.
სააკაშვილის გუნდში არ იქნება არც ერთ ის დეპუტატი, რომელიც ერთ ვადაზე მეტი იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. სააკაშვილის თქმით, მისი გუნდის საარჩევნო სიაში არ იქნება, არც ერთი ბიზნესმენი.
“ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი.

banner
წინა სტატიაშიმტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატია“დიასპორის აპარატის სამინისტროს სახით გაუქმება შესაძლოა, საზიანო იყოს სახელმწიფო ინტერესისთვის”