მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას უკანონოდ მიიჩნევს. მისი თქმით, უკრაინიდან მისი გამგზავრების დროს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით შეიცვალა მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა, რომელმაც დაჩქარებული წესით მიიღო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა გააყალბა.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო პაკეტზე – „გირგვლიანის შესწორებები“
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს