მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრას თეა წულუკიანი ეხმაურება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის შეხვედრაზე უკრაინაში. წულუკიანის შეფასებით, „მსგავსები ერთად გროვდებიან“.

„ამ ვიზიტზე ფრანგული ანდაზა მახსენდება, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – ვინც ერთმანეთს გავს, ერთად გროვდებიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში 23 ნოემბერს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშილურსმანაშვილი- გიგი უგულავას გაშლილი ხელები შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა?
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ბოლშევიკური სულისკვეთების ოპოზიცია”