მიხეილ სააკაშვილის “ვივა მედში” გადაყვანა – მესამე პრეზიდენტს 5 პირობა აქვს – გვარამიას განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრეგაძის უწყებას პასუხობს. ის ასახელებს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას დათანხმდება. განცხადება რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,

ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა “ვივა მედში” გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;
როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე “ვივა მედში”;
გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაგულზე მომეშვა, როცა ბრიტანეთის ელჩის განცხადება მოვისმინე, ის სანდო და ინფორმირებული ადამიანია – ელისაშვილი