მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე დასასწრებად, საქალაქო სასამართლოში უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა. პროცესი ეხება გირგვლიანის საქმეს, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
როგორც ქუცნაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მას საქმის მიმდინარეობა აინტერესებს.
”დაინტერესებული ვარ საქმის მასალებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს. უკანონობად მიმაჩნია გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება და შეწყალება და ვხედავ, რომ უკანონობას დღესაც აქვს ადგილი”, – განაცხადა ქუცნაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პროცესზე დასასწრებად არა როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი, არამედ, როგორც მოქალაქე მივიდა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ვერც ნატო-ში გაწევრიანების გარანტია მივიღეთ, ვერც – MAP-ი
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვენ