მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს: მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი

“მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს

ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.

გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.

სიყვარულით,
მ. სააკაშვილი”- საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ქუთაისელებს წერილს უგზავნის.

 

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 ხმა გვეწერა და 18 აგვიღია
შემდეგი სტატიაკორძაია: თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება