მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს

“რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს” – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სტატიას ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს.

“თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, რა თქმა უნდა, ომი ამ დროებითი გაყინვის შემდეგ მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.

“ამიტომ ასეთი გარიგება არასოდეს იქნება სიცოცხლისუნარიანი” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე არ შეიძლება იყოს რეალური მშვიდობა, არამედ მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.

“სააკაშვილმა ციხეში სხეულის წონის ნახევარი დაკარგა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ექვსი წლით დააპატიმრეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რაც მისი მხარდამჭერების თქმით, არის პოლიტიკური სასჯელი მმართველი [პარტია] ქართული ოცნების მიერ, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც პრორუსული”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სატიის ავტორი წერს, რომ სააკაშვილის აზრით, ის, რომ 2008 წელს საქართველოში ომის და ტერიტორიების ოკუპაციის გამო დასავლეთმა ვერ დასჯა პუტინი, გაათამამ ის, რომ დაეპყრო ყიმი 2014 წელს და 2022-ში ომი დაეწყო უკრაინაში –

“ეს არის გაკვეთილი, რომელიც პუტინმა ისწავლა, რომ თუ მსოფლიოში არეულობაა, დემოკრატიული ქვეყნების ყურადღება იკლებს და მათი რეაქციები სუსტდება”, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, არც ვოლოდიმირ ზელენსკის, და არც სხვა ვინმეს შეუძლია ენდოს პუტინს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა თავიდან აირიდოს კიდევ უფროი ძვირი ომი ნატოსთან მომავალში – “თავის დასაცავად ერთადერთი შანსი არის უკრაინის გამარჯვება ახლა შესაძლებელი გახდეს”.

გამოცემა წერს, რომ Amnesty International და ევროპის საბჭოს უფლებადამცველი ორგანიზაცია ეთანხმება ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალური მოძრაობას, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

banner
წინა სტატიაშიამერიკელებთან კონტაქტი უშედეგო აღმოჩნდა-უტინმა მსგავსი წინადადება აშშ-ს 2023 წელს შუამავლების მეშვეობით შესთავაზა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა