მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში მედიკოსების მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში მედიკოსების მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდება. დღეს, 19 ოქტომბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მასთან სპეციალურად შექმნილი კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ.

“დღეს გაიმართა სამუშაო ჯგუფთან მედიკოსების შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად იქნება შესრულებული. რეკომენდაციები შეეხება პატიმრის სამედიცინო მდგომარეობას, მე არ ვისაუბრებ საჯაროდ ამ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ მედიკოსებისგან, თუმცა იქნება შესრულებული. შეგნებულად არ ვისაუბრებ არცერთ რეკომენდაციაზე. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ რაც კი იქნება საჭირო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, ის იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ხვალ ვაპირებთ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც გაგვიწია მედიკოსთა ჯგუფმა. ძალიან ბევრ საკითხე ვიმსჯელეთ, თუმცა არ ექვემდებარება გასაჯაროვებას”, – ამბობს რატი ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისში, ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტი გახსნა