მიხეილ სააკაშვილის სიტყვა: “მე ვარ სამხედრო ტყვე და მძევალი”

“მე ვარ სამხედრო ტყვე და მძევალი” – ეს განცხადება “ვივა მედიდან” სასამართლოში ჩართვის დროს მიხეილ საააკაშვილმა გააკეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პიჯაკების საქმეზე მიმდინარეობს. განხილვა ფინალურ ეტაპზეა. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას.

მიხეილ სააკაშილმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივანიშვილის პირადი პატიმარია. თქვა ასევე, რომ “ქართული ოცნება” დღეს ბიუჯეტიდან იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე მისი მმართველობის დროს იხარჯებოდა.

დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. და თქვენ არ მოხსენით გრიფით საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მე გაგემტყუნებინეთ. ეს არის არა მხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვაა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვა, რომ თქვენ მისი გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებთ თქვენ დღეს. თითიდან გამოწოვილია, ჰილარის კლინტონის რედბულით დაწყებული, დამთავრებული პრეზიდენტს კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინით და პრეზიდენტ ტრამპის გამასპიძლებით და მეორეს მხრივ, 15 მლრდ დოლარი, რომელიც მე დავუმატე საქართველოს. სინამდვილეში, თქვენ 8 მლნ ე.წ. გაფლანგვისთვის კი არ მასამართლებთ, თქვენ მასამართლებთ იმისთვის, რომ საქართველოს 15 მლრდ დავამატე, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა – თიბისი კაპიტალის განახლება
შემდეგი სტატიასააკაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესის დასრულება რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე სურთ, რადგან „რუსეთის ტელევიზიებს ზარ-ზეიმით მოეხსენიებინათ“