მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მედიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს

მედიკოსების მიმართვა სალომე ზურაბიშვილს – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამედიცინო ასოციაციებმა განცხადება შეიტანეს.

მედიკოსების თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“დღეს ნებისმიერს, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი მიმართული იმისათვის, რომ მოხდეს დროულად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. პიჯაკების საქმის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნას ბევრად სჯობია საქართველო ვიხილოთ ევროკავშირის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს მის ხელთ არსებული რესურსები დარჩენილი და ვთხოვთ, რომ მოახდინოს მისი რეალიზაცია ბოლომდე”, – ამბობს “კლინიკების ასოციაციის” დამფუძნებელი ვილი პაჭკორია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ წალენჯიხაში დამეწყრილი გზის რეაბილიტაციისათვის 1 676 100 ლარი გამოყო
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის ლიკვიდაცია განვახორციელეთ