მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ბრალდების მხარე კვლავ პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, არსებობდა საფუძვლები, რომელსაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც საქმე არსებით განხილვას გადაეცა.

როგორც პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ აღნიშნა, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.

„გიორგი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა წინა სასამართლო სხდომა. სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო და საქმე გადასცა არსებითად განსახილველად. რაც შეეხება პატიმრობას, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ შეფარდებული პატიმრობა დარჩა ძალაში გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების სამივე საფუძველი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 10 თებერვალს დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს
შემდეგი სტატიაფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ