მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.

პროცესზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვითაც, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის გამო, ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრება.

შესაბამისად, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესი პირველ აგვისტომდე გადადო.

აღნიშნულ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასთან ერთად არის ბრალდებული და მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი – ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული, დროა, ჭკუა ისწავლონ და ქვეყანაზე იმუშაონ
შემდეგი სტატია„დიდი ოცეულის“ მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს – ბორელი