მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატი სხდომაზე არ გამოცხადდა.
როგორც სასამართლოში განმარტეს, სახაზინო ადვოკატის პროცესზე არ მისვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, რომ მესამე პრეზიდენტს სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა მისცემოდა, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა.

შემდეგი პროცესი 11 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლო ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელს განიხილავს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ