მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 11 დეკემბერს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, რომელიზეც გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სავარაუდოდო ორშაბათს გაიმართება. ეს ინფორმაცია სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა ჟურნალისტებს მიაწოდა. მისივე ცნობით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება პროკურატურის დადგენილება საკაშვილის დაკავებისა და მისი ადგილსამყოფელის ჩხრეკის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ნაციონალური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებამ 8 დეკემბერს მიიღო ინფრომაცია, რომლის მიხედვითაც ეჭვმიტანილი ატრადნომის გამზირის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. დოკუმენტში ასევე საუბარია სააკაშვილის მიმალვისა და მტკიცებულებების გაქრობის რისკებზე.

“აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა არის გადაუდებელი და უკავშირდება სამართლებრივ დევნას იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, “- ნათქვამია დადგენილებაში.

კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო წაგებულ თამაშს თამაშობს, თითოეული ნაბიჯი ასრულებს კატალიზატორის როლს – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიადაკარგული ბიჭის მამა შვილის გაუჩინარებას “ლურჯ ვეშაპს” უკავშირებს