მიხეილ სააკაშვილის საქმეებს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს

მიხიელ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმეებს და ახალ ბრალდებებს სწავლობს სახლო დამცველის აპარატი.

ნინო ლომჯარიას მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით უკვე მიმართა აპარატმა შეწყალების საქმეზე, სადაც აქ ორი პრინციპის – კანონიერებისა და ირიბი ჩვენებების დარღვევა გამოიკვეთა.

“ამ ეტაპზე, შესწავლილი გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ჩართული ვიყავით „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით. სხვა სისხლის სამართლის საქმეებსაც შევისწავლით, ვაკვირდებით პროცესებს. ასევე ახალ ბრალდებას დავაკვირდებით, რომელიც გუშინ იქნა წარდგენილი. თუ რამე გამოვკვეთეთ, ბუნებრივია, ამაზე ვისაუბრებთ.

შესწავლილი გვაქვს „შეწყალების საქმე“, რაზეც სააპელაციო „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მივმართეთ. აქ ორი პრინციპის დარღვევა დავადგინეთ – გამოვკვეთეთ, რომ ამ საქმეში დარღვეული იყო კანონიერების პრინციპი. ის მუხლი არ იყო წარდგენილი, რომელიც უნდა ყოფილიყო და არჩეული იქნა ის მუხლი, რომელიც კანონიერების პრინციპის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოვკვეთეთ ისაა, რომ მთელი სისხლის სამართლის საქმე ეფუძნებოდა ირიბ ჩვენებებს, ანუ, პირდაპირი მტკიცებულება, რომ კონკრეტულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ვერ ვნახეთ და ეს მოსაზრება წარვუდგინეთ სააპელაციო სასამართლოს“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას
შემდეგი სტატიათიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია