რებეკა ჰარმსი: სააკაშვილის საქმეში კანონის უზენაესობის პრინციპი მაკლია

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინიდან პოლონეთში გაძევებას ევროპარლამენტის დეპუტატი რებეკა ჰარმსი ეხმაურება და ფაქტს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს.
,,მიხეილ სააკაშვილის საქმე საწყისშივე, დაწყებული მოქალაქეობის ჩამორთმევით და გუშინ მომხდარი ფაქტით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მე არაერთხელ გავაკრიტიკე უკრაინის ხელისუფლება ამ ფაქტების გამო. ასეთი პროცესების წარმართვა დაუშვებელია, რადგან არ შეესაბამება კანონის უზენაესობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილმაც დაარღვია კანონი. იმედი მაქვს, ის შეძლებს, რომ უკვე პოლონეთიდან აწარმოოს თავის საქმე და დაიცვას თავის უფლებები“-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი რებეკა ჰარმსი.
უკრაინის მთავრობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელის, ოლგა სტეფანიხინას განცხადებით, პროცედურის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდება,თუმცა შემაშფოთებელია სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების მეთოდები.
,,დეპორტაციის პროცესი საერთაშორისო ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე ჩატარდა. ამ შეთანხმების თანახმად, პოლონურმა მხარემ თანხმობა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მიღებაზე. შესაბამისად, პროცედურის ლეგიტიმაციასთანდაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელიც სამართალდამცავებმა ამ პროცესში გამოიყენეს“-აცხადებს ოლგა სტეფანიხინა.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: რუსეთის იმპერიისთვის საიმედო დასაყრდენი საქართველოში ურთიერთსიძულვილია
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ოლიგარქ პოროშენკოს რეჟიმის ქმედება უაღრესად შეურაცხმყოფელია