მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა პოლიტიკურმა პარტიამ ”ჩვენი სამშობლო”.

მონაწილეებმა საელჩოსთან მოთხოვნის შესაბამისი შინაარსის ბანერები მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეინარჩუნოს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა და „დამნაშავე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ”.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი გავიდა, რომელსაც შეკრებილებმა ერთობლივი პეტიცია გადასცეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.ტრისტან წითელაშვილის თქმით, წერილს თან ერთვის იმ პირების 100 000 ხელმოწერა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდნენ.

საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნულ პეტიციას უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას გააცნობს, რადგან ეს მისი ვალდებულებაა, თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას, ეს საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.

banner
წინა სტატიაშიახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიათბილისში ახალშობილის ცხედარი იპოვეს