მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომერი გახდა – 22

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პარტია ,,ახალ ძალთა გაერთიანება,, უკვე დარეგისტრირდა უკრაინის ცეესკოში, როგორც 21 ივლისს დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი და მისი საარჩევნო ნომერი გახდა – 22. მანამდე კი- სააკაშვილმა და მისმა ,,ანტიკორუფციულმა სპეცნაზმა,, (ასე დაარქვა თავად სააკაშვილმა საკუთარ გუნდს) ორი სასამართლო პროცესი მოუგო უკრაინულ ცეესკოს, რომელიც პოროშენკოს ხელისუფლების მომხრეებით არის დაკომპლექტებული და რომელმაც სააკაშვილის პარტიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა დარეგისტრირებაში. მას შემდეგ რაც რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები ჩაუვარდა, ცეესკომ სააკშვილის პარტია, გაურკვეველი მიზეზებით, საარჩევნო ნომრის მისაღებად კენჭისყრაში მონაწილეობის მიღმა დატოვა, რის გამოც ,,რუხ ნოვიხ სილ,,- ს საარჩევნო ბიულეტენში ბოლო პოზიცია, ნომერი ,,22,, ერგო!
სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს ნომერი და ბიულეტენში ბოლო პოზიცია, მას და მის ,,სპეცნაზს,, ხელს ვერ შეუშლის მოხვდეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში და უკრაინელ ოლიგარქებს, რომლებმაც უკრაინას დიდი ზიანი მიაყენეს, მოპარულ 22 მილიარდს მოატანინებს უკრაინის ბიუჯეტში!

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,,
ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიდავით იაკობიძე: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა შინაარსობრივი მახასიათებელი დაკარგა
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე ნინო ქათამაძე მივიდა