მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმე- დაკავებული სატვირთოს მძღოლია

მეოთხე დაკავებული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე – ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით 1989 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ნარიმანიძე დააკავეს. ის მძღოლია და მან ფოთში გაჩერებული სატვირთო თბილისამდე ჩამოიყვანა.

ნარიმანიძე პოლიციამ კასპში, მისი საცხოვრებელი სახლიდან გუშინ აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია და დაკავებული მცხეთის იზოლატორშია გადაყვანილი.

მისთვის წაყენებული ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელმა ცოლი მოიყვანა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე სააკაშვილს-დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არაა ავტორიტეტი