“მიხეილ სააკაშვილის პოტენციალის და გამოცდილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და წერს, რომ სააკაშვილის პოტენციალის გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

“თურმე, ზოგიერთების აზრით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მოატყუოს, აბუჩად აიგდოს ჩვენი ამომრჩეველი, გააღარიბოს ქვეყანა და ადამიანს, რომელმაც დაქცეული საქართველო ფეხზე დააყენა, არ ჰქონია უფლება მიმართოს თავის ხალხს მისი გულისტკივილი უთხრას, რომ ვერ მოასწრო ბევრი პროექტების განხორციელება, რაც შესაძლებლობას მისცემდა რეგიონს ეკონომიურად ფეხზე დამდგარიყო.

ეტყობა, ბევრს დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი ნებით არ დაუტოვებია საქართველო, ის იძულებული გახადეს წასულიყო და ახლა სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარი ქვეყნის უკრაინის ერთ-ერთ დიდ ოლქს ხემძღვანელობს და საკმაოდ წარმატებულად ამაზე იქ ჩატარებული რეფორმებიც მეტყველებს, რომ არა ხელისშემშლელი ოლიგარქები უფრო მეტსაც შეძლებდა.

მისთვის დღე იწყება და მთავრდება საქართველოზე ფიქრით და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მისი პოტენციალის და გამოცდილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის!”, – წერს თენგიზ გუნავა.

https://www.youtube.com/watch?v=U_51ogiBsFU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე
შემდეგი სტატიაერაყი აშშ-სგან ოთხ გამანადგურებელ F-16-ს მიიღებს