„ვისაუბრეთ კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ შეთავაზებებზე. მე პირადად მაქსიმალურად შევეცდები ჩემს გუნდთან ერთად, რომ ამ ადამიანების მოთხოვნები შევასრულო, რადგან ისინი ითხოვენ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას, საქართველოს თავისუფლებას და ნათელ მომავალს. ყველა მათი თხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და შესრულებული.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ
„ერთიანი ძალებით 2024 წელს აუცილებლად მოვახერხებთ ხელისუფლების დამარცხებას. პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილიც სწორედ ეს იყო- ერთობა, საერთო საქმის ირგვლივ გაერთიანება, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ამ ყველაფერს დაიწყებენ და გაგრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“ – განაცხადა ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა