“მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას დღეს არ ველოდი, თუმცა საქმე აქეთკენ მიდიოდა”

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 15:44

“მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას დღეს არ ველოდი, თუმცა საქმე აქეთკენ მიდიოდა”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას დღეს არ ელოდებოდა, თუმცა საქმე აქეთკენ მიდიოდა.

როგორც დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კიევის ხელისუფლების უშუალო მხარდაჭერის გარეშე ოდესაში რეფორმების განხორციელება ძნელი იქნებოდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი განცხადებით გამოხატა თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მიმართ.

„პოროშენკოსთან ვიცი, რომ ძალიან ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა. ეს ერთი პერიოდი ვთქვათ, პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც გადადიოდა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 15:44