მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.

უცნობია, სხდომას დისტანციურად დაესწრება თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთ-ერთ მოსამართლეს სამოსამართლეო ვადა ამოეწურა და კოლეგიას ახალი მოსამართლე – ლაშა კლდიაშვილი შეემატა. შესაბამისად, ადვოკატები მოითხოვენ, აღნიშნულმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევაში მიიღოს მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიშოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
შემდეგი სტატია„ვაგნერის“ ჯგუფის საფრთხის არასაკმარისად შეფასების გამო, ბრიტანეთის პარლამენტი მთავრობას აკრიტიკებს